chemistry

chemistry

пятница, 16 апреля 2010 г.


ოქროს საწმისი (ბერძნ. Χρυσόμαλλον Δέρας) ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით ჰერმესმა გამოგზავნა ჰერას ან თავად ზევსის ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორქომენეს მეფე ათამანტეს შვილები - ფრიქსე და ჰელე - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი ინოსგან გადასარჩენად. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე).
ფრიქსემ კოლხეთის სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფეს უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა. სწორედ აქედან მოიტაცა იასონმა მედეას დახმარებით და არგონავტებთან ერთად საწმისი და საბერძნეთში წაიღო.

იასონი ოქროს საწმისით ბრუნდება, აპულიური თიხის ჭურჭლის მხატვრობა, დაახ. ძვ. წ. 340–330.


ორქომენოსის მეფის ათამანტის ძესა და ასულს - ფრიქსესა და ჰელეს - დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ცით მოუვლინა ოქროსმატყლიანი ვერძი. ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა. როცა ეგეოსის ზღვისა და პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სრუტეს მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა. ამ ადგილს ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა. ვერძმა ფრიქსე შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ აიეტმა, ფრიქსე სასახლეში შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ასული ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი ანუ ოქროს საწმისი მდ. ფასისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.

ბერძნულ მითოლოგიაში არგონავტები იყვნენ გმირები, რომლებიც ტროას ომამდე იასონთან ერთად მოვიდნენ კოლხეთში ოქროს საწმისის საძებნელად. მათი სახელწოდება მომდინარეობს მათი გემის სახელიდან, არგოდან, რომელიც ეწოდა მისი მშენებლის არგოს მიერ. ამგვარად “არგონავტები” ლიტერატურულად ნიშნავს “არგოს მეზღვაურები”. მედეა იყო მეფე აიეტის ქალიშვილი. აიეტი დაპირდა რომ მისცემდა ოქროს საწმისს, მხოლოდ მაშინ თუ ის შეასრულებდა მის დავალებას. იასონმა მედეას დახმარებით აიღო ოქროს საწმისი და და წავიდა მასთან ერთად. იასონს მედეა შეუყვარდა.
მიზანი:ნატრიუმის გამოცნობა ალის შეფერილობის ცვლილებით
პასუხი:ფოლადის ღეროს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ჩაშვების შემდეგ ღეროს სპირთქურის ალში შეტანისას ალი ნარიჯის ფერი გახდება


1.ვიღებთ ფოლადის ღეროს და სპირთქურის ალზე ვახურებთ.2.ჩაუშვით ფოლადის ღერო NaCl ხსნარში და კვლავ შეიტანეთ სპირტქურის ალში